English / ქართული / русский /
ზურაბ ნოზაძე
საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობა, როგორც ნაციონალური ინოვაციური სისტემის განვითარების ფაქტორი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ინოვაციური განვითარების არსი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეში. გაანალიზებულია ინოვაციური სისტემის შექმნის ძირითადი ფაქტორები და მთავარი მიმართულებები. მოცემულია საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობის ფორმები და სახეები; მათი მნიშვნელობა ქვეყნის მდგრად განვითარებაში, ცხოვრების დონის ამაღლების საქმეში. განხილულია საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობის მიმართულებები სამეცნიერო კვლევებისა და დამუშავების სფეროში, მეცნიერებისა და განათლების სფეროში.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციური განვითარება, ეკონომიკური ფაქტორი, საერთაშორისო გამოცდილება, საერთაშორისო თანამშრომლობა, კოორდინაცია, ასოციაცია, ჰარმონიზაცია, რეგიონალური ინტეგრაცია, მეცნიერული კვლევა, ტექნოლოგიები. ინოვაციურ-ტექნოლოგიური მიღწევები. კომერციული შეთანხმება, საწარმოო პროცესი, გლობალური კონკურენტუნარიანობა.

შესავალი

უკანასკნელი ორი ათწლეული ხასიათდება მთელ მსოფლიოში არასტაბილური სიტუაციით, რაც გამოიხატება მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისით, ხოლო შემდეგ მძიმე და ხანგრძლივი გამოსავლის ძიებით ამ მდგომარეობიდან. აუცილებელი გახადა, შექმნილიყო განვითარების ისეთი კონცეფცია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ინოვაციებზე და ძირითადი პრიორიტეტი იქნებოდა   სახელმწიფოთა უმეტესობისთვის.

საერთოდ ცნობილია, რომ ინოვაციური პოტენციალის ეფექტური გამოყენება უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ზრდის მის კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს ნაციონალური ინოვაციური სისტემის ეფექტიან ფორმირებას და სწრაფ ადაპტაციას, სახელმწიფოსა და საწარმოებში მუდმივად იცვლებოდეს ეკონომიკური გარემო.

ამასთან დაკავშირებით,  ქვეყნის განვითარების ინოვაციური თავისებურებების გამოვლენის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების დამუშავებისა და დანერგვის, ინოვაციური კომერციალიზაციის, კოლოსალური ბუნებრივი, ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენებისას დღის წესრიგში დადგა ღონისძიებების დაგეგმვის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება სახელმწიფოების მხრიდან ინოვაციების სფეროში. ინოვაციურ განვითარებაში უფრო ხშირად იგულისხმება ინტენსიური ეკონომიკური პროგრესი, სხვადასხვა სიახლეების დანერგვა და მაღალი ეკონომიკური შედეგები. 

როგორც ცნობილია, მოცემულ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკური სისტემა ხასიათდება სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის მაღალი ტემპით, რომელშიც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი ეკისრება მეცნიერებას. თანამედროვე ეკონომიკაში მეცნიერების მიღწევები წარმოადგენს არა მარტო მნიშვნელოვან სტრატეგიულ რესურსს, არამედ ინოვაციური პროცესების მამოძრავებელ ძალას.

გამოგონების, ინტეგრაციის, გავრცელებისა და, რაც მთავარია, პრაქტიკაში ინტელექტუალური რესურსების გამოყენების ხარჯზე, სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ განავითაროს მაღალტექნოლოგიური ეკონომიკა, გამოუშვას კონკურენტუნარიანი პროდუქცია და გაიტანოს საერთაშორისო ბაზარზე, მაღალ დონეზე აიყვანოს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა.  ამიტომ თანამედროვე პირობებში ინოვაციური პროცესების დანერგვამ ეკონომიკაში, რომელიც კონცენტრირებულია სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებზე, მიიღო პირველხარისხოვანი მნიშვნელობა. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის ინოვაციური განვითარება ემყარება არა მარტო სახელმწიფოს მიერ შექმნილი და რეგულირებადი სპეციალიზებული დაწესებულებების აქტიურ მოღვაწეობას, არამედ არსებობს ფართო წრე ეკონომიკური ურთიერთობის სუბიექტებისა  (უმაღლესი, სასწავლო დაწესებულება, ტრანსნაციონალური კორპორაციები, მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოებში და ა. შ), რომელთა ჩართვა ინოვაციურ პროცესებში უნდა ღებულობდეს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ ხასიათს. უნდა დავამატოთ, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც მსგავსი სტრატეგიის რეალიზაცია წარმატებით მოახდინეს, უკავიათ დომინირებული მდგომარეობა მსოფლიო არენაზე.

როდესაც განვიხილავთ ინოვაციურ განვითარებას როგორც საწარმოს დონეზე, ისე სახელმწიფოს დონეზე, შეუძლებელია არ მოვიხსენიოთ ინოვაციური პროცესების დანერგვის მნიშვნელობა საბაზრო ურთიერთობაში. სახელმწიფოს მიერ წარმატებით შემუშავებული ინოვაციური სტრატეგია, რომელიც მოიცავს ახალი ტექნოლოგიებისა და მიღწევების დანერგვას წარმოებაში, საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ საბაზრო მოთხოვნილება, ავამაღლოთ მოსახლეობის  გადახდისუნარიანობა და ცხოვრების დონე, საბაზრო მიდგომა ინოვაციური სტრატეგიისა და შემდგომში მისი დანერგვა,  რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ კონკურენტუნარიანი მაღალი ხარისხის პროდუქცია როგორც ნაციონალურ,  ისე საერთაშორისო ბაზარზე.

საერთოდ საბაზრო გარემო აფასებს ინოვაციური პროცესების დანერგვის ეფექტიანობას, რომელიც არის ინოვაციური მოღვაწეობის შედეგიანობის ინდიკატორი.

ინოვაციური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ნაციონალურმა მრეწველობამ მსოფლიო ბაზრისათვის აწარომოოს მაღალტექნოლოგიური პროდუქცია. ყოველივე ეს ეფუძნება ფინანსური, ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური სისტემების განვითარების დონეს, აგრეთვე სახელმწიფოს როლს ინოვაციური პროცესების სტიმულირებისათვის.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ინოვაციური სტრატეგიის დამუშავებისა და რეალიზაციის ეფექტიანობისათვის, სტაბილური, მდგრადი ნაციონალური ეკონომიკის განვითარებისათვის მთავარ მოთამაშედ ითვლება სახელმწიფო, რომელიც ადგენს ქვეყნის ინოვაციურ პოტენციალს. სახელმწიფო გადასახადით ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, აგრეთვე ზრუნვს მოსახლეობის განათლებულობის დონის ამაღლებაზე, მხარს უჭერს უცხოური ინვესტიციების, ინოვაციური პროექტებისა და სიახლეების სტიმულირებას საწარმოს დონეზე, ხელს უწყობს სახელმწიფო დონეზე მაღალკვალიფიციური კადრების ეფექტურ გამოყენებას, რაც წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისა.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო თანამშრომლობა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში განუხრელად ვითარდება თანამედროვე პირობებში გლობალიზაციის, ინტერნაციონალიზაციის, კონკურენციის ინტენსიფიკაციის დროს. 

მაღალეფექტური ინოვაციების შემუშავებისა და დანერგვისას ქვეყნის გასვლა საერთაშორისო ბაზარზე შეუძლებელია მოხდეს სახელმწიფოებს შორის ერთმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გარეშე, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო კოოპერაციის დამყარება ინოვაციის სფეროში წარმოადგენს მთავარ ფაქტორს ქვეყნის შიგნით ინოვაციური მოღვაწეობის განვი­თარებისათვის. ამ სფეროში აგრეთვე დიდ როლს თამაშობს ნაციონალური ინოვაციური სისიტემები.

ნაციონალური ინოვაციური სისტემა ეს არის ნაციონალური ეკონომიკის სუბიექტების ერთობლიობა, რომელიც ამ სფეროში ამუშავებს და ნერგავს  ინოვაციებს  და დაფუძნებულია ცოდნაზე, მოწინავე გამოცდილებაზე, უახლეს ტექნოლოგიაზე, რომელთა რეგულირება ხდება ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზით და სახელმწიფოს მიერ წარმოებული პოლიტიკით.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მაღალი ტემპის პირობებში და ეკონომიკურ საქმიანობაში ინოვაციური პრიორიტეტის დანერგვით, სულ უფრო აქტუალური ხდება საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობის საკითხი, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ინოვაციური სისტემის სტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის ფორმირებასა და განვითარებაში და  საშუალებას აძლევს სახელმწიფოს წარმატებით ინტეგრირდეს გლობალურ მსოფლიო სისტემაში.

ეფექტიანი ინოვაციური ნაციონალური სისტემის შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც არის განმსაზღვრელი ფაქტორი ეკონომიკის, მოდერნიზაციისათვის, სახელმწიფოს სტაბილური განვითარებისათვის, აგრეთვე მისი წარმატებული ინტეგრაციისთვის თანამედროვე მსოფლიო მეურნეობაში. ინოვაციური პროცესი მოიცავს შემდეგ ხუთ მთავარ მიმართულებას:

-     ახალი პროდუქციის დამზადება;

-     ახალი ტექნოლოგიების გამოგონება;

-     გასაღების ახალი ბაზრის ათვისება;

-     ახალი მასალების დანერგვა;

-     წარმოების ახალი ორგანიზაციის განხორციელება.

ამრიგად, ინოვაციური სისტემის გახსნილი ხასიათი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მისი ეფექტინობის ამაღლებისათვის.

ინოვაციური თანამშრომლობა საერთაშორისო კოოპერაციისა და კოლაბორაციის საფუძველზე უზრუნველყოფს სახელმწიფოს და კერძო ადგილობრივი ინოვაციური პროექტების  დაფინანსებასდა, რაც მთავარია, ეკონომიკური თვალსაზრისით ასტიმულირებს კომერციალიზაციის პროცესს მაღალი მაჩვენებლების მიღებისათვის ნაციონალური ინოვაციური სისტემის განვითარების ფარგლებში და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას, მოსახლეობის ცხოვრებისა და კეთილდღეობის დონის ზრდას.

არსებობს მრავალი სხვადასხვა მიდგომა, რომლებიც ეხება საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობის კლასიფიკაციის ფორმებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია  კლასიფიკაცია საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობის ინტერნაციონალიზაციის ფორმით.

ეს შეიძლება დავყოთ ხუთი სახის შემდეგ ძირითად ფორმად: კოორდინაცია, კოოპერაცია, ასოციაცია, ჰარმონიზაცია და რეგიონალური ინტეგრაცია.

- კოორდინაცია ეს არის ინოვაციური პოლიტიკის ურთიერთდა­მოკიდებული დამუშავება სახელმწიფოებს შორის საერთო მიზნებისათვის, ერთობლივი საერთაშორისო პროგრამების რეალიზაციისათვის.

- კოოპერაცია წარმოადგენს სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის სამეცნიერო ან ტექნიკური საქმიანობის საერთაშორისო სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციას, რომელთაც აერთიანებს საერთო თემა ან კვლევის პროგრამა, საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობის ამ ფორმის საფუძველს უმეტესწილად წარმოადგენს მთავრობებს შორის შეთანხმება.

- ასოციაცია, ეს არის ქვეყნების გაერთიანება, ინოვაციების შემუშავებისა და დანერგვის სფეროში, რომლებიც ფლობენ ფართო საგარეო კავშირებს და ურთიერთდამოკიდებულებას არა მარტო სუბიექტებს შორის მეცნიერების, ინოვაციების, ტექნოლოგიების სფეროში მოცემული ჯგუფების შიგნით, არამედ აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც.

- ჰარმონიზაცია წარმოადგენს უფრო ღრმა შეთანხმებას ქვეყნებს შორის, რომ მიაღწიონ თანამშრომლობის უფრო მაღალ შედეგებს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო-სამართლებრივი აქტის შემუშავებისა და ხელმოწერის შედეგად.

- რეგიონალური ინტეგრაცია უზრუნველყოფს უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ყველა დონეზე, მათ შორის სამეცნიერო კოლექტივებს შორის რეგიონალური ინტეგრაციის მახასიათებელ ხაზს წარმოადგენს ერთიანი მოთხოვნილების დადგენა სამეცნიერო ცენტრებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პროგრამებზე.

საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობის კლასიფიკაცია საქმიანობის სახეობის მიხედვით გვთავაზობს მათ დაყოფას სამ დიდ ჯგუფად: თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევებისა და დამუშავების სფეროში, თანამშრომლობა  სამრეწველო წარმოების სფეროში, თანამშრომლობა მეცნიერებისა და განათლების სფეროში.

საერთაშორისო ინოვაციურ თანამშრომლობას სამეცნიერო გამოკვლევებისა და დამუშავების სფეროში მიეკუთვნება:

-     სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ერთობლივი შესრულება;

-     სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციურ-ტექნოლოგიური გამოკვლე­ვებისა და  მიღწევების გაცვლა;

-     ერთობლივი მიღება და გაცვლა პატენტსა და  გამოგონებაზე და ნოუ-ჰაუზე.

- თანამშრომლობა სამრეწველო წარმოების სფეროში ინოვაციური მიღწევების გათვალისწინებით მოიცავს:

- ერთობლივი საწარმოს ორგანიზაციას ინოვაციური პროდუქციის შექმნისა და წარმოების მიზნით;

- საწარმოო შეთანხმებას ტექნოლოგიების მიწოდებაზე და მის ადაპტაციას (ახალ მასალებთან, საწარმოო ხაზთან და ა. შ.)

- ტექნიკური მნიშვნელობის კომერციული შეთანხმებას (შემუშავება, დადგმა და ტექნიკური მომსახურება წარმოების ახალ ტექნოლოგიაზე); ინოვაციური საწარმოო პროცესების ერთობლივ დანერგვას;

- პირდაპირი ტექნიკური ინვესტიციების ჩართვას წარმოების პროცესებში;

თანამშრომლობა მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოიცავს შემდეგი სახის საქმიანობას:

-მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების  ერთობლივ მომზადებას;

- სტუდენტების გაცვლას, მეცნიერებისა და სპეციალისტების სტაჟირების გავლას, ლექციების კითხვასა და კონსულტაციების შედეგად მეცნიერული და პრაქტიკული პუბლიკაციების ერთობლივ მომზადებას და გამოცემას.

როგორც ჩანს, საერთაშორისო თანამშრომლობა ინოვაციის სფეროში მოიცავს საკმაოდ ფართო სპექტრის სხვადასხვა სახის საქმიანობას, როგორიც არის მეცნიერული კვლევა და დამუშავება; ცოდნის პრაქტიკული გამოყენება წარმოებაში და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომელიც აუცილებელია ინოვაციური პროცესების  განვითარებისათვის. დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ საერთაშორისო ინოვაციური თანამშრომლობის ეფექტიანი ორგანიზაცია არის წინაპირობა, რომ თანმიმდევრულად განვითარდეს ორმხრივი და  მრავალმხრივი კავშირები ახალი პარტნიორებისა და გაფართოებული ურთიერთქმედების ხარჯზე, რაც მკვეთრად  გამოხატულ დადებით ზეგავლენას ახდენს სახელმწიფოს ინოვაციურ და ეკონომიკურ პოტენციალზე.

თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ხასიათდება მაღალი პოტენციალით, მაგრამ ამავე დროს შედარებით დაბალი ეფექტიანობით,  არსებული რესურსების გამოყენება (ბუნებრივი, ფინანსური, ადამიანური და ა. შ) განპირობებულია ისტორიული ფაქტორებით, როგორიც არის ადრე არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება და არასაკმარისი განვითარება ინსტიტუციონალური პროცესების, რაც გვიბიძგებს თანამშრომლობის ახალი ურთიერთსასარგებლო ვექტორის ძიებისაკენ ინოვაციური ურთიერთობის გამოყენებით. ეს საშუალებას მოგვცემს გადავჭრათ ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლების პრობლემა,  კონკურენტუნარიანი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობა და  გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე.

ინოვაციური განვითარების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რომელმაც  წარმატება უნდა მოუტანოს ნაციონალურ მრეწველობას ბაზარზე მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გატანაზე, არის ფინანსური, ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების დონე, აგრეთვე სახელმწიფოს როლი ინოვაციური პროცესების სტიმულირების განხორციელებაში. ინოვაციური პროცესების ეფექტიანი განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მაღალკვა­ლიფიცირებულ კადრებს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Клавдиенко В.А., Стимулирование сохрнения качества окружающей среди в странах Евросоюза; (национальный и наднациональный аспект)»  Моквса .  2008г.
  2. Гусев  А.А. ,,Основные направления   и  этапы формирования екологической политики Евросоюза»
  3. Зинова  В.Г. ,,Иновационное развитие кампании» Управление интелектуальными ресурсами» Москва 2009г.
  4. Гончаренко Л.П.;  Аарютинов.  Ю.А.  ,,Иновационна   политика» Москва 2009г.
  5. Мельникова О.С. ,,Иновационные   методы  управления  в регионах» Москва 2014г.
  6. Каличенко  П.А. ,, Экологическая политика в Европейском сообществе» Москва 2009г.